logo_geo
ჩინეთში ძაღლის პირველი გენმოდიფიცირებული კლონი დაიბადა
- +

9 ივლისი. 2017. 18:51



ჩინეთში, ბიოტექნოლოგიური კომპანია SinoGene-ს მეცნიერებმა ძაღლის პირველი გენმოდიფიცირებული კლონი შექმნეს. ძაღლის სომატური უჯრედების კლონირების ეს პირველი შემთხვევაა.


კლონირებულ ძაღლს უკვე სახელიც აქვს და მას ლონგ ლონგ ჰქვია. მეცნიერების თქმით, ძაღლის კლონირება, მისი გენური სტრუქტურის გამო, ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია. ცნობილია, რომ ლონგ ლონგს, მუცლად ყოფნის პერიოდში, სუროგატი დედისგან გენი მემკვიდრეობით არ მიუღია. აქედან გამომდინარე, ის მსოფლიოში პირველი ძაღლია, რომელიც გენების მოდიფიცირების შედეგად დაიბადა.


SinoGene-ს გენერალური დირექტორის მოადგილის ჩაო ძანპინის განცხადებით, ჩინეთში სამსახურებრივი ძაღლების რაოდენობის სიმცირეა, სამართალდამცავი ორგანოები კი უკვე დაინტერესდნენ მათი მიღწევებით და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.


ამასთან, ძანპინის თქმით, კლონირების პროცესი ძაღლისმოყვარული ადამიანებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი და ისინი მათი გარდაცვლილი ძაღლების კლონების შექმნას შეძლებენ.



 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი