logo_geo
ერდოღანი: თურქეთს სურს ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და მეგობრობის ზღვად აქციოს
- +

7 დეკემბერი. 2023. 20:19

 

 

ათენში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თურქეთს სურს ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და მეგობრობის ზღვად აქციოს.

 

"ჩვენ შორის არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია. ბუნებრივია, რომ ორ მეზობელს, რომელიც ერთსა და იმავე ლანდშაფტზე ცხოვრობს, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტმა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარას სურს, მოაგვაროს მეზობელთან არსებული ყველა დავა.

 

"თურქეთი და საბერძნეთი ისწრაფვიან მაგალითი მისცენ მსოფლიოს იმ ნაბიჯებით, რასაც ჩვენ გადავდგამთ", - დასძინა მან.

 

 

 

big_banner
არქივი