logo_geo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ვუყურებთ, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩინეთის პოზიციონირებას
- +

8 დეკემბერი. 2023. 01:50

 

 

ჩინეთის მონაწილეობა უკრაინის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების შესახებ შეხვედრებში მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

„ომის დასაწყისიდანვე ნათლად განვაცხადეთ, რომ როგორ დაიკავებს ჩინეთი თავის პოზიციას უკრაინაში რუსულ აგრესიასთან მიმართებაში, განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ვუყურებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩინეთის პოზიციონირებას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ჩინეთი-ევროკავშირის 24-ე სამიტზე.

 

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, დიალოგი ჩინეთთან, რათა რუსეთმა ვერ მოახერხოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლა, გრძელდება და უკვე გარკვეული შედეგები მოიტანა.

 

„როდესაც მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, ისინი იმოქმედებენ”, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

 

ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა რუსეთზე, რათა წაახალისოს პუტინი ომის დასასრულებლად.

 

 

big_banner
არქივი