logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად იქნება შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება
- +

9 დეკემბერი. 2023. 11:39

"ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად იქნება შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება, "- ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

 

„უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები ევროკომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნები – კონკრეტულად, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება. ჩვენ გვქონდა შვიდი რეკომენდაცია – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან დეკემბერში ელოდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

big_banner
არქივი