logo_geo
ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხების „გაყინვის“ გარშემო სკანდალი გრძელდება - უნგრეთმა შესაძლოა 10 მილიარდ ევროზე წვდომა მიიღოს
- +

9 დეკემბერი. 2023. 13:17

სასამართლო რეფორმის გამო ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი თანხების „გაყინვის“ გარშემო სკანდალი გრძელდება. როგორც გამოცემა The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, 12 დეკემბერს ევროკომისია უნგრეთს „გაყინული“ თანხებიდან 10 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

 

 

გამოცემის წყაროების განცხადებით, თანხებზე წვდომას უნგრეთი არა უკრაინის საკითხზე ორბანის მხრიდან შანტაჟის გამო, არამედ ბუდაპეშტის მიერ რეფორმების შესრულების გამო მიიღებს.

 

 

„ახლა ძალიან ცუდი დროა, ვინაიდან ეს გამოიყურება, როგორც ვაჭრობა, მაგრამ ეს ასე არაა“, - ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი.

 

 

The Guardian-ის დიპლომატიური წყაროების თქმით, უნგრეთმა ნამდვილად გაატარა სასამართლო რეფორმები, რომელიც საჭიროა დაფინანსების ნაწილის განბლოკვისთვის. თანხის დანარჩენილი ნაწილი კვლავ დაბლოკილი დარჩება, ვინაიდან უნგრეთი კანონის უზენაესობის სხვა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

 

 

 

ფაქტობრივად, უნგრეთი პირველად რეაგირებს ჩვენს მოთხოვნებზე. მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ეხება, ამიტომ თანხაზე წვდომას მიიღებენ“, - აღნიშნავს გამოცემის წყარო.

 

 

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა უნგრეთისთვის გამოყოფილი 22 მილიარდი ევრო დაბლოკა, მას შემდეგ რაც ბრიუსელმა ჩათვალა, რომ უნგრეთი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის წესებს არ იცავს.

big_banner
არქივი