logo_geo
ჯოან როულინგმა ახალი ზღაპარი საკარნავალო კოსტიუმზე დაწერა
- +

10 ივლისი. 2017. 21:53



ჰარი პოტერის შესახებ რომანის ავტორმა ახალი ზღაპარი საკარნავალო კოსტიუმზე დაწერა.


როგორც СNN-თან ინტერვიუში ჯოან როულინგი ყვება, ახალი თხზულება მან სპეციალურად 50 წლის იუბილეზე დაწერა.


მისი თქმით, დაბადების დღეზე მან კარნავალი მოაწყო, რომლის მთავარი თემა „ღამის კოშმარები" იყო.


„წვეულებაზე დაკარგული ხელნაწერის კოსტიუმში გამოწყობილი გამოვცხადდი და ახალი თხზულების დიდი ნაწილი კაბაზე დავწერე. სწორედ ამიტომ, ეს წიგნი ახლა ჩემს გარდერობში ჰკიდია", - ამბობს ბრიტანელი მწერალი.


როგორც როულინგმა აღნიშნა, მან ჯერ არ იცის იხილავს თუ არა მისი ახალი ზღაპარი დღის სინათლეს.


ჯოან როულინგი 1965 წელს 31 ივლისს დაიბადა. მისი პირველი წიგნი ჰარი პოტერის შესახებ 1997 წელს გამოსცეს. ტირაჟი საკმაოდ მცირე - 500 ეგზემპლარი იყო. ამჟამად მსოფლიოში ჯადოქარი ბიჭუნას შესახებ დაწერილი რომანის 450 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი