logo_geo
ჯოან როულინგი რუსეთში ჩასვლას არ აპირებს
- +

12 ივლისი. 2017. 21:21



„ჰარი პოტერის" ავტორი ჯოან როულინგი რუსეთში ჩასვლას და ბავშვთა სახლების მონახულებას არ გეგმავს, თუმცა მისმა საქველმოქმედო ფონდმა მსგავსი მიწვევა მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია აღნიშნული ფონდის წარმომადენელზე დაყრნობით წერს.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა როულინგი ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე რუსეთში ბავშვთა სახლებს ეწვიოს.


მწერლის საქველმოქმედო ფონდ Lumos-ის მიზანია, რომ მსოფლიოში ბავშვები თავშესაფრებში არ იზრდებოდნენ და მათ ოჯახში დაბრუნებას ხელი შეუწყოს. როულინგმა ფონდი 2005 წელს დააარსა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი