logo_geo
გერმანული საბეჭდი მანქანა „ენიგმა“ აუქციონზე 45 000 ევროდ გაიყიდა
- +

12 ივლისი. 2017. 22:20



ცნობილი გერმანული საბეჭდი მანქანა „ენიგმა" აუქციონზე 45 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.


მანქანა კრიპტოგრაფიის პროფესორმა ბუქარესტში ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა. გამყიდველს „ენიგმა" ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანა ეგონა და ის სულ რაღაც 100 ევროდ შეაფასა. სპეციალისტი კი მიხვდა, რომ მის წინაშე რელიკვია იყო და მისი ყიდვა არ დააყოვნა.


„ენიგმა" გასაყიდად რუმინულმა აუქციონის სახლმა Artmark გაიტანა. საბეჭდი მაქანის საწყისი ფასი 10 000 ევრო იყო, თუმცა საბოლოოდ მისი ფასი 5-ჯერ გაიზარდა.


„ენიგმა" გერმანიაში 1920-იან წლებში შექმნეს და მას მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის შეიარაღებულოი ძალები იყენებდნენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი