ცნობილი გერმანული საბეჭდი მანქანა „ენიგმა" აუქციონზე 45 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
მანქანა კრიპტოგრაფიის პროფესორმა ბუქარესტში ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა. გამყიდველს „ენიგმა" ჩვეულებრივი საბეჭდი მანქანა ეგონა და ის სულ რაღაც 100 ევროდ შეაფასა. სპეციალისტი კი მიხვდა, რომ მის წინაშე რელიკვია იყო და მისი ყიდვა არ დააყოვნა.
„ენიგმა" გასაყიდად რუმინულმა აუქციონის სახლმა Artmark გაიტანა. საბეჭდი მაქანის საწყისი ფასი 10 000 ევრო იყო, თუმცა საბოლოოდ მისი ფასი 5-ჯერ გაიზარდა.
„ენიგმა" გერმანიაში 1920-იან წლებში შექმნეს და მას მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის შეიარაღებულოი ძალები იყენებდნენ.