logo_geo
მეცნიერები: ყავის ხშირი სმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
- +

13 ივლისი. 2017. 02:04



სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ სულ მცირე 3 ყავის ჭიქა სიკვდილის რისკს ამცირებს. შესაბამის კვლევას Eurekalert-ი ავრცელებს.


სპეციალისტები დაახლოებით 190 000 მოხალისეს აკვირდებოდნენ. მათ შორის იყვნენ თეთრკანიანები, იაპონური წარმოშობის ამერიკელები, ფერადკანიანები და ლათინოამერიკელები. კვლევის მონაწილეების ასაკი ექსპერიმენტის დასაწყისში, 45-დან 75-წლამდე მერყეობდა.


მთლიანობაში კვლევას 16 წელი ატარებდნენ, რომლის დასრულების დროსაც დაახლოებით 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 36% - გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან და 31% - სიმსივნისგან.


სქესის, ასაკის, ალკოჰოლის და თამბაქოს მიღების დოზისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინების შემდეგ, დაადგინეს, რომ ყავის ხშირი მიღების გამო, კაცების სიკვდილიანობის რისკმა 18%-ით, იკლო, ხოლო ქალებში - 8%-ით.


ეს შედეგი არ იყო დამოკიდებული იმაზე შეიცავდა სასმელი კოფეინს, თუ არა. "ყავა შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტს და ფენოლურ ნაერთებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კიბოს პრევენციაში", - განმარტავენ მეცნიერები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი