logo_geo
5 შვილის დედამ მეზობლის დაობლებული ბავშვები იშვილა...
- +

13 ივლისი. 2017. 22:54



ერთი რიგირთი ამერიკული ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. ტიშა ბოშემინი თავის მეუღლესთან ერთად ზრდიდა 5 ბავშვს. ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვალა.


მეზობლებს, ტიშას და ოდრის ზედაპირული ნაცნობობა აკავშირებდათ, ამიტომ როდესაც ერთხელ ოდრიმ ტიშას სთხოვა, რომ მისი შვილებისთვის ღამე გაეთენებინა, ქალი გაკვირვებული დარჩა. მიუხედავად ამისა, თავად 5 შვილის დედა მაშინვე დათანხმდა.


ოდრიმ აუხსნა, რომ იძულებული იყო ღამე საავადმყოფოში - გამოკვლევებზე გაეტარებინა. იმ მომენტში ტიშა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლებოდა.


დილით ოდრი განადგურებული დაბრუნდა კლინიკიდან. ექიმებმა კუჭის მეორე სტადიის კიბო აღმოუჩინეს! მწუხარებამ ქალები ერთმანეთს დააახლოვა. ტიშა გვერდით ედგა ოდრის, იგი ერთადერთი დასაყრდენი გახდა მარტოხელა დედისთვის.


ოდრი ხვდებოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ადარდებდა ბავშვების მომავალი. სიკვდილის წინ მან ტიშასა და მის ქმარს სთხოვა, ეპატრონათ მისი შვილებისთვის.


ტიშა ბავშვთა სახლში გაიზარდა და იცოდა, თუ რა ელოდათ პატარებს დედის სიკვდილის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ტიშას და მის ქმარს არცთუ ისე დიდი სახლი ჰქონდათ, ოდრის სიკვდილის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ეშვილათ სამივე ბავშვი.


ახალი მშობლები ზრუნვასა და სიყვარულს არ აკლებენ პატარებს. ტიშას ბავშვებმა სიხარულით მიიღეს და შეიყვარეს პატარები. თუმცა სახლში უკვე 10 ადამიანი ცხოვრობდა, ბავშვები იზრდებოდნენ და სივიწროვეში სულ უფრო არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს: ვიღაცას სამზარეულოში ეძინა, ვიღაცას - დერეფანში...


ერთ მშვენიერ დღეს კარზე ზარის ხმა გაისმა. ადგილობრივმა ტელეარხმა, როდესაც ცოლ-ქმრის გმირული ისტორია გაიგო, გადაწყვიტა ოჯახისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. ოჯახს დიდი ხანია უნდოდა ერთი საბავშვო ოთახის ორად გატიხვრა, რაშიც ტელეარხი დაეხმარა მათ. რამდენიმე დღით ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, მათ სახლში კი გაჩაღდა მუშაობა. რა თქმა უნდა, ერთი კედლის ამოშენებით საქმე არ დამთავრებულა: საუკეთესო დიზაინერები და ინჟინრები მუშაობდნენ ახალ ინტერიერზე. როდესაც ოჯახი განახლებულ სახლში შევიდა - მათ მეტყველების უნარი დაკარგეს. ბავშვები ტიროდნენ სიხარულისგან, მათ ძალიან მოეწონათ თავიანთი საძინებლები. მშობლები აღფრთოვანებული იყვნენ მისაღების და სამზარეულოს ფუნქციონალურობით.

მათ კიდევ ელოდათ სიურპრიზი: ტელეარხმა ოჯახს აჩუქა ერთწლიანი უფასო სერთიფიკატი პროდუქტების შესაძენად, ხოლო მათი 18 წლის ბიჭისთვის გამოყვეს თანხა საკუთარი საცხოვრებლის შესაძენად.


როდესაც ბოშემინების ოჯახმა ბავშვები იშვილა, ნამდვილად არ ფიქრობდნენ პირად სარგებლობაზე. უბრალო მოქალაქეების კეთილი საქმის და მეცენატების გადაწყვეტილებით ოჯახმა მიიღო საჩუქარი, რომელზეც ოცნებაც კი არ შეეძლოთ!


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი