logo_geo
ქირურგმა პაციენტს ორგანიზმში ინსტრუმენტი ჩაუტოვა
- +

15 ივლისი. 2017. 00:51



ქირურგი და მისი ასისტენტები, რომლებსაც ასტრახანელი პაციენტი ქალის ორგანიზმში ოპერაციის დროს ქირურგიული დამჭერი ჩარჩათ, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და დასაჯეს.


ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი" რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.


მისივე ცნობით, ასტრახანელი ქალი, რომელსაც სხეულში დამჭერი ჩაუტოვეს, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მას დამატებითი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი