logo_geo
შოტლანდიაში მწვანე ფერის ლეკვი დაიბადა
- +

15 ივლისი. 2017. 20:09


 

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, შოტლანდიაში ოქროსფერ რეტრივერს უჩვეული ლეკვი გაუჩნდა. ის მომწვანო ფერისაა. როგორც ძაღლის მეპატრონეებმა განაცხადეს, თავიდან თვალებს არ უჯერებდნენ, თუმცა მერე გაარკვიეს, რომ ეს ბუნების ანომალიაა. მკვეთრი შეფერილობა თანდათან გადადის, ასე რომ მალე ლეკვი სხვების მსგავსი იქნება.


უჩვეულო მწვანე ფერი შეიძლება ბილივერდინის ცილისგან იყოს, რომელსაც პლაცენტა შეიცავს. ლეკვს ფორესტი დაარქვეს.


მსოფლიოში მწვანე ლეკვების გაჩენის მხოლოდ სამი შემთხვევა არის ცნობილი. 

 

 

 

 

big_banner
არქივი