logo_geo
კანადის პრემიერმა თავისი თანამოსახელე სირიელი ბავშვი მოინახულა
- +

16 ივლისი. 2017. 14:49



BBC-ის ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კანადაში მცხოვრები სირიელი ლტოლვილების 2 თვის შვილი მოინახულა. სირიელი ბავშვი კანადის პრემიერის სეხნიაა. მისი სრული სახელია ჯასტინ ტრიუდო ადამ ბილანი.


პატარა ჯასტინ ტრუდოს მშობლებმა გადაწყვიტეს, კანადის მთავრობის მეთაურს მათ მიღებისთვის მადლობა ორიგინალური ფორმით გადაუხადონ და შვილს სახელად ჯასტინ ტრიუდო დაარქვეს.


პატარა ჯასტინის ოჯახი მანამდე დამასკოში ცხოვრობდა, თუმცა სამოქალაქო ომის გამო მშობლიური სახლის მიტოვება მოუხდათ. ამჟამად ისინი კანადაში, ქალაქ კალგარიში ცხოვრობენ.


ჯასტინ ტრიუდოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კანადამ 40 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილი შეიფარა.


 

 

big_banner
არქივი