უკრაინის არმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავიაკატასტროფიდან 3 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიდერლანდებში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. სხიპჰოლის აეროპორტთან, საიდანაც თვითმფრინავი გაფრინდა, მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მემორიალის გახსნას 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის დაღუპულთა ახლობლები და აგრეთვე ნიდერლანდების სამეფო ოჯახის წევრები დაესწრნენ.
Malaysia Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 777, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. უკრაინის ხელისუფლება და არაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.