logo_geo
ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური აისბერგი ცურვას განაგრძობს
- +

18 ივლისი. 2017. 01:04


 

გიგანტური აისბერგი, სახელწოდებით A-68 ზღვის მიმართულებით ცურვას განაგრძობს, ამის შესახებ BBC წერს.


უკანასკნელი სატელიტური ფოტოებით დადასტურდა, რომ ლარსენის შელფურ მყინვარსა და აისბერგს შორის მანძილი სულ უფრო იზრდება.


აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, ხოლო მისი ფართობი 6000 კვადრატული კილომეტრია. ის ლარსენის შელფურ მყინვარს გასულ კვირას მოწყდა.


სპეციალისტებს მოვლენების შემდგომი წინასწარმეტყველება უჭირთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ აისბერგი კიდევ რამდენიმე ნაწილად გაიყოფა.


NASA-მ Twitter-ზე ამ დრომდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგის ჩამოყალიბების ამსახველი ვიდეო განათავსა.


 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი