logo_geo
123 რუსულ ვებგვერდს „სამეფო კარის თამაშების“ წაშლა მოსთხოვეს
- +

18 ივლისი. 2017. 01:32



კავშირგაბმულობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ფედერალურმა სამსახურმა 123 რუსულ ვებგვერდს „სამეფო კარის თამაშები"-ს ბოლო სეზონის წაშლა მოსთხოვა. ამის შესახებ „როსკომნადზორი"-ის განცხადებაში წერია.


აკრძალვის მიზეზი "სამეფო კარის თამაშები"-ს ბოლო სეზონის არალეგალურად მოპოვებული სერიებია.


„მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ინტერნეტპროვაიდერები ამ ვებგვერდებს დაბლოკავენ", - აცხადებენ "როსკომნადზორში".


13 ივლისს, ლოს-ანჯელესში Walt Disney-ის საკონცერტო დარბაზში HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტის „სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის მსოფლიო პრემიერა შედგა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი