logo_geo
ინლისში ახალ ათფუნტიანზე ჯეინ ოსტინი გამოსახეს
- +

18 ივლისი. 2017. 22:23



ინგლისის ბანკმა ახალი პლასტიკური ათფუნტიანი კუპიურა წარმოადგინა. მის ერთ მხარეზე გამოსახულია მწერალი ჯეინ ოსტინი. დღეს მისი გარდაცვალების 200 წლისთავია. განახლებული ათფუნტიანი მიმოქცევაში 14 სექტემბრიდან ჩაეშვება. ინფორმაცია ბანკის საიტზე ვრცელდება.


ბანკნოტის წინა მხარეს ტრადიციულად დედოფალი ელიზაბეტ II-ს გამოსახულება იქნება.


ოსტინის რომანები დღესაც ისეთივე მშვენიერია, როგორც გამოქვეყნების დროს იყო. ახალი ათფუნტიანები პლასტიკური იქნება, რაც მათ უფრო მდგრადს, სუფთას და გამძლეს გახდის", - ამბობს ბანკის მმართველი მარკ კარნი.


ოსტინის პორტრეტის გარდა, კუპიურაზე განთავსდება მისი ციტატა ერთ-ერთი რომანიდან „სიამაყე და ცრურწმენა": სიმართლე ითქვას, მე არ ვიცი კითხვის მსგავსი სხვა სიამოვნება".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი