logo_geo
თეთრი სახლი: სიტუაცია ავდიივკაში კრიტიკულია - ავდიივკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევის რისკის წინაშე დგას
- +

16 თებერვალი. 2024. 01:13

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სიტუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში კრიტიკულია.

 

 

"ბრძოლა ინტენსიურია აღმოსავლეთ უკრაინაში, განსაკუთრებით ქალაქ ავდიივკაში. სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ცნობებს ვიღებთ, რომ სიტუაცია ავდიივკაში კრიტიკულია. რუსები აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე ზეწოლას. ავდიივკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევის რისკის წინაშე დგას. დიდწილად ეს იმიტომ ხდება, რომ ადგილზე უკრაინულ ძალებს საარტილერიო საბრძოლო მასალა ეწურებათ", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

big_banner
არქივი