logo_geo
ევროკავშირში 5G ინტერნეტზე გადასასვლელად ემზადებიან
- +

18 ივლისი. 2017. 22:50



ევროკავშირის 28 ქვეყნის ტელეკომუნიკაციების მინისტრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირში 5G ინტერნეტქსელის გავრცელებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას Telecompaper-ი ავრცელებს.


5G ინტერნეტქსელი, რომლიც სავარაუდოდ 2020 წლიდან ამოქმედდება, ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს ინფორმაცია რეალურ დროში, 10-ზე მეტი გიგაბაიტი წამში სიჩქარით, გაცვალონ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ HD ხარისხით სამსაათიანი ფილმის ჩამოწერა რამდენიმე წამში იქნება შესაძლებელი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი