logo_geo
ავდეევკაში ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფი ალყაში მოექცა
- +

16 თებერვალი. 2024. 13:52

 

 

ავდეევკის ერთ-ერთ მონაკვეთზე უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადის სამხედროები ალყაში მოექცნენ. ამის შესახებ ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, როდიონ კუდრიაშევმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

„მოწინააღმდეგეს რიცხოვნობაში უპირატესობა აქვს. რუს სამხედროებს შორის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამხედროები არიან. ქალაქის გარკვეულ რაიონებში სიტუაცია დაძაბულია, ზოგ ადგილებში კი - კრიტიკული. ამჟამად ვცდილობთ სიტუაცია გამოვასწოროთ. ვითარება მძიმეა, მაგრამ ის კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა კუდრიაშევმა.

 

როგორც მესამე ბრიგადის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსული ძალები უკრაინულ შენაერთებს რიცხოვნობით 7-ჯერ აღემატება. მისი თქმით, სიტუაცია ქალაქში უარესია, ვიდრე ადრე ბახმუტში შეიქმნა.

 

ასევე უკრაინული ძალები იუწყებიან, რომ რუსულმა ავიაციამ ავდეევკაში ფოსფორის ბომბების გამოყენება დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი