გერმანული ქალაქ ბად-ტელცეს მცხოვრებმა 13 წლის ბიჭმა გადაწყვიტა, ცნობილი გამხდარიყო და ამისთვის უჩვეულო გზა გაირჩია - ოჯახის მთელი დანაზოგი გამვლელებს დაურიგა.
მან ფული ჩუმად აიღო სახლიდან და ქუჩაში მსხვილი კუპიურებით დაანაწილა. საინტერესოა, რომ გამვლელებმა, რომლებმაც მოულოდნელი საჩუქარი მიიღეს, მაშინვე მიმართეს პოლიციას.
სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს ბიჭი და მოასწრეს, სანამ სულ ამოწურავდა თანხას. მან აღიარა დანაშაული და მისმა მშობლებმაც გასაოცარი სიმშვიდით მიიღეს ახალი ამბავი.
საბედნიეროდ, ზოგიერთმა „დასაჩუქრებულმა" მიღებული თანხები დაუბრუნა პოლიციას და ოჯახმა 4,500 ევრო უკან დაუბრუნა. დაახლოებით 6 ათასი ევრო კი ახლა უნდა ეძებონ.