logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტი: რაც შეეხება უკრაინაში არჩევნების ჩატარებას, ეს უკრაინის შიდა საქმეა
- +

22 თებერვალი. 2024. 01:23

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა არჩევნები საომარი მდგომარეობის დროს.

 

 

"რაც შეეხება უკრაინაში არჩევნების ჩატარებას, ეს უკრაინის შიდა საქმეა და ამაზე კომენტარის გაკეთება არ მევალება", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ გაგებით ეკიდება უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ომი არ არის საუკეთესო დრო არჩევნების ჩასატარებლად.

big_banner
არქივი