logo_geo
CNN: ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებს შეხვდა
- +

23 თებერვალი. 2024. 01:19

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს კალიფორნიაში შეხვდა.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

big_banner
არქივი