logo_geo
მკაცრი მშობლების გამო წყვილმა 70 წლით გვიან იქორწინა
- +

19 ივლისი. 2017. 23:33



ჩრდილოეთ კარონილაში 70 წლიანი ნაცნობობის შემდეგ, 88 წლის ედუარდ სელარსი და 89 წლის ქეით სმიტი დაქორწინდნენ. წყვილს ერთმანეთი უკვე ათეული წლებია უყვარს, თუმცა დაქორწინება მხოლოდ ახლახან მოახერხეს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ედუარდს და ქეითს ერთმანეთი 14-15 წლის ასაკში შეუყვარდათ, თუმცა მკაცრი რელიგიური შეხედულების მქონე მშობლების გამო ვერ დაქორწინდნენ. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.


როგორც გაირკვა, შეყვარებულებს ერთად ყოფნა მხოლოდ მშობლების  მეთვალყურეობის ქვეშ შეეძლოთ. მოგვიანებით, ისინი დაშორდნენ, ორივე დაოჯახდა, თუმცა უკვე ასაკში მყოფები დაქვრივდნენ.


ნახევარი წლის წინ ედუარდმა ქეითის ტელეფონის ნომერი იპოვა და დაურეკა. ამის შემდეგ, წყვილმა ერთმანეთთან შეხვედრები განაახლა და საბოლოოდ,  70 წლიანი ლოდინის შემდეგ, ურთიერთობა ქორწინებით დაასრულეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი