logo_geo
ჯოან როულინგმა „ჰარი პოტერის“ ორი ახალი წიგნი დააანონსა
- +

20 ივლისი. 2017. 00:01



მწერალმა ჯოან როულინგმა დააანონსა, რომ მკითხველს მაგიური ჰარი პოტერის" ორი ახალი წიგნით გაანებივრებს.


ჯადოქარი ჰარი პოტერის სერიების გაგრძელება, „ჰარი პოტერის" სერიების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.


მაგიური ისტორია მკითხველს გასაოცარ მოგზაურობას ჰპირდება და მდიდარი ილუსტრაციებით იქნება გაფორმებული.


ორი ახალი წიგნი ისევ ჰოგვორტსის მაგიურობისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარ ამბებს გვიამბობს და 20 ოქტომბერს გამოვა.


პატარა ჯადოქრის თავგადასავლებმა მილიონობით მკითხველი მონუსხა და წიგნთან დააბრუნა.


არსებობის მანძილზე, წიგნის მთავარი გმირი ჯადოქარი ჰარი პოტერი ბოროტების დამარცხებისთვის და სიყვარულისთვის იბრძვის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი