logo_geo
მილიარდერი ჯეიკობ როტშილდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

26 თებერვალი. 2024. 15:48

 

 

ბრიტანელი ფინანსისტი, როტშილდების საგვარეულოს წარმომადგენელი, ბარონი ჯეიკობ როტშილდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ standard.co.uk იუწყება.

 

ჯეიკობ როტშილდმა ოჯახის ბანკში კარიერა 1963 წელს დაიწყო. შემდეგ, 1980 წელს, მან მარკ ვეინერთან ერთად „Rothschild Assurance Group“ დააარსა. მან ასევე დააარსა „Windmill Hill Asset Management“, რომელიც  მილიარდერების ოჯახის საქველმოქმედო პორტფელს მართავდა.

 

ბარონი როტშილდი თავისი ცხოვრების განმავლობაში ტელეკომპანია BSkyB-ის თავმჯდომარე იყო, ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთის ეროვნული გალერეის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას. 

 

როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯეიკობ როტშილდს ებრაული წესებით, მოკრძალებული ცერემონიით დაკრძალავენ, საფლავზე კი მის მემორიალს დადგამენ.

 

 

big_banner
არქივი