logo_geo
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკრონის კომენტარს განმარტავს და აცხადებს, რომ საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად
- +

27 თებერვალი. 2024. 22:08

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ საფრანგეთს შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

26 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

 

 

"ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი ქმედებები უკრაინის მხარდასაჭერად, რამაც უნდა უპასუხონ ძალიან კონკრეტულ საჭიროებებს, როგორიცაა განაღმვა, კიბერთავდაცვა, უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოება", - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"ზოგიერთი ქმედება შეიძლება მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, ბრძოლის ბარიერის გადალახვის გარეშე. არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. ეს იყო და არის დღესაც რესპუბლიკის პრეზიდენტის პოზიცია", - დასძინა მან.

big_banner
არქივი