logo_geo
პატიმრებს გაუხსნელ საქმეებში დახმარებისთვის 800 ათას ევროს გადაუხდიან
- +

20 ივლისი. 2017. 23:20



ნიდერლანდების პოლიციამ ახალი პროგრამის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულები მათ გაუხსნელი საქმეების, პირველ რიგში კი მკვლელობის და გაუჩინარებების გამოძიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ Guardian წერს.


ამისთვის ქვეყნის ციხეებში პატიმრებს სპეციალურ კალენდრებს დაურიგებენ, რომელშიც ყოველ კვირას ერთ გაუხსნელ საქმეზე იქნები მოთხრობილი.


სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ პატიმრებმა შესაძლოა აღნიშნულ საქმეებზე რამე იციან ან თავიანთი თანასაკნელებისგან გაუგიათ. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულების მიწოდებული ნებისმიერი სახის ინფფორმაცია პოლიციას საქმის გახსნაში დაეხმარება, ისინი პრემიის სახით 800 000 ევროს მიიღებენ.


პოლიცია პირობას დებს, რომ ინფორმატორების ანონიმურობას დაიცავს. გარდა ამისა, ნიდერლანდების კანონი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის სასჯელს არ ითვალისწინებს. კერძოდ, თუ ადამიანი დანაშაულის თვითმხილველი გახდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა, მას არაფერი ემუქრება, თუ ის წლების შემდეგ მიაწვდის პოლიციას ინფორმაციას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი