logo_geo
თუთიყუშმა ცოლის მიერ მოკლული ქმრის ბოლო სიტყვები გაიმეორა
- +

21 ივლისი. 2017. 03:45



მიჩიგანის შტატის მცხოვრები გლენ დარემი ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ წყვილის თუთიყუშმა, სახელად ბადი, მსხვერპლის ბოლო სიტყვები დაიმახსოვრა. ამის შესახებ BBC წერს.


გამოძიების თანახმად, 2015 წლის მაისში 47 წლის გლენმა ქმარს 5 ტყვია ესროლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.


მოსამართლეთა კოლეგიამ ქალი განზრახ მკვლელობაში დამანაშავედ ცნო. მას განაჩენს აგვისტოში გამოუტანენ.


BBC-ის ცნობით, თუთიყუში სიტყვებს "არ მესროლო" იმეორებდა. ბრალდება თავადაპირველად თუთიყუშის სიტყვების საქმეში არგუმენტის სახით გამოყენებას გეგმავდა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს.


 

 

 

big_banner
არქივი