logo_geo
პაპუა-ახალ გვინეაში საპარლამენტო არჩევნების ჩაშლაში ჯადოქრებს ადანაშაულებენ
- +

22 ივლისი. 2017. 02:24



პაპუა-ახალ გვინეაში საპარლამენტო არჩევნები ჯადოქრების გამო ჩაშალა. ამის შესახებ Radio New Zealand Internatonal იუწყება.


აღმოსავლეთ სეპიკის ორმა კანდიდატმა ხმების გადათვლა მოითხოვა. მათი მტკიცებით, ჯადოქრებმა მაგიის დახმარებით საარჩევნო ყუთებიდან ბიულეტენები მოიპარეს. ამის გამო მათ მოძღვრებს ყუთებთან ლოცვების წაკითხვა თხოვეს, რათა ისინი ავი ძალებისგან დაეცვათ.


პაპუა-ახალ გვინეაში საპარლამენტო არჩევნები 8 ივლისს გაიმართა, თუმცა საბოლოო შედეგები ამ დრომდე უცნობია.


ქვეყანაში ჯადოქრობის შესახებ კანონი 1971 წელს მიიღეს, რომელიც 2013 წელს გაუქმდა. დოკუმენტში არ იყო საუბარი იმაზე, რომ ჯადოქრობა ნამდვილად არსებობს. თუმცა კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მაგიური რიტუალის ობიექტი გახდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ აგებდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი