logo_geo
დონალდ ტრამპი აშშ-ის ყველაზე არასპორტულ პრეზიდენტად დასახელდა
- +

23 ივლისი. 2017. 13:19



გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მედია თეთრი სახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ჯანსაღი ცხოვრების წესის იმ აღიარებული სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებსაც ქვეყნის პირველი პირები მანამდე იცავდნენ.


გამოცემა დონალდ ტრამპს ყველაზე არასპორტულ პრეზიდენტად მიიჩნევს.


იგი არ ეწევა და არ სვამს, თუმცა არაერთხელ დააფიქსირა სიყვარული ფასტფუდების მიმართ, ხოლო მისი გოლფის თამაში სპორტულ აქტიურობად არ შეიძლება მივიჩნიოთ", - ნათქვამია სტატიაში.


მედია იმასაც აღნიშნავს, რომ მართალია აშშ-ის პირველ პირები ზოგჯერ თავიანთი მავნე ჩვევებით, არღვევდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგალითად, ბარაკ ობამა სიგარეტს ეწეოდა, თუმცა პრეზიდენტები თავისუფალ დროს სუფთა ჰაერზე ატარებდნენ და ვარჯიშობდნენ.


მედიკოსები ამბობენ, რომ ასეთი არაჯანსაღი ცხოვრების წესი შესაძლოა პრეზიდენტის მუშაობის ხარისხზეც აისახოს.


 

big_banner
არქივი