logo_geo
145 შვილის მამას მრავალცოლიანობის გამო პატიმრობა ემუქრება
- +

25 ივლისი. 2017. 21:31



კანადის პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ 61 წლის უინსტონ ბლეკმორი და მისი სიძე, ჯეიმს ოლერი მრავალცოლიანობის გამო დამნაშავედ სცნო.


1990-2014 წლებში ბლეკმორი 24-ჯერ დაქორწინდა. მას 145 შვილი ჰყავს. რაც შეეხება მის 53 წლის სიძეს, მას 5 ცოლი ჰყავს. ორივეს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ორივე მათგანი მორმონთა სექტის ეპისკოპოსი იყო. ოლერი და ბლეკმორი დასახლებულ პუნქტ ბაუნტიფულში ცხოვრობენ, რომელიც 1964 წელს დაფუძნდა. ამ საზოგადოებაში 1500 წევრია გაერთიანებული. ისინი პოლიგამიას აღიარებენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი