logo_geo
იტალიაში სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ ის თავის სასტუმროში გეებს და ცხოველებს არ უშვებს
- +

27 ივლისი. 2017. 19:05



იტალიაში სერიოზული აღშფოთება გამოიწვია საოჯახო სასტუმროს მფლობელმა, რომელმაც ჰომოსექსუალ წყვილს სასტუმროში მიღებაზე უარი უთხრა სიტყვებით: „ჩვენ არ ვიღებთ გეებს და ცხოველებს".


ჰომოსექსუალი წყვილი გაოგნებული და აღშფოთებული დარჩა, როცა სასტუმროს პატრომნა მათ მომსახურებაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ ის ოჯახის ტრადიციულ ფორმას ემხრობა.


ეს ყინულივით ცივი წყლის გადასხმასავით იყო", - განაცხადა ჯენარო კასალინომ, იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი გეების უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღანელმა.


საოჯახო სასტუმრო არ არის საჯარო დაწესებულება, ეს კერძო სახლია. ჩვენ კათოლიკები ვართ, მორწმუნე ქრისტიანები. მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისინიც ნორმალური ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენი რწმენის დაცვა", - განმარტა საკუთარი პოზიცია სასტუმროს პატრონმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი