logo_geo
ბილ გეიტსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაკარგა
- +

27 ივლისი. 2017. 22:09


 

 

კომპანია „მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. ეს ტიტული მან ინტერნეტ კომპანია „ამაზონის"  შემქმნელს ჯეფ ბეზოსს დაუთმო. ამის შესახებ Forbes-ი წერს.


მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში მოხვედრაში ბეზოსს „ამაზონის" აქციების კურსი დაეხმარა, რომელიც 1,6%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევის წყალობით კი 53 წლის ამერიკელი ბიზნესმენის ქონება 1,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საბოლოო ჯამში 90,6 მილიარდს მიაწღია.


ამ დროისთვის ბეზოსი გეიტსზე 500 მილიონი დოლარით მდიდარია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი