logo_geo
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელები
- +

29 ივლისი. 2017. 12:47



ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელები - ასე შეგვიძლია ვუწოდოთ ჩამონათვალს, რომლითაც პოლიტიკოსების ხელფასების ოდენობას ვგებულობთ.


ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს ლუქსემბურგის პრემიერს, ხოლო ყველაზე დაბალი კი, ლატვიის პრემიერ-მინისტრს:


დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, წლიური შემოსავალი - 263,200 ევრო


ჟან კლოდ იუნკერი, ევროკომისიის პრეზიდენტი, წლიური შემოსავალი - 317,496 ევრო


ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი, წლიური შემოსავალი - 250,000 ევრო


ჩარლზ მიშელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 212,064 ევრო


ემანუელ მაკრონი, საფრანგეთს პრეზიდენტი, წლიური შემოსავალი - 179,000 ევრო


დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი, წლიური შემოსავალი - 90,361 ევრო


ალექსი ციპრასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 85,479 ევრო


პაოლო ჯენტილონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 115,000 ევრო


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 72,000 ევრო


ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 195,000 ევრო


მარის კუჩინსკისი, ლატვიის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 25,285 ევრო


რობერტ ფიკო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 45,127 ევრო


მარკ რუტი, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 180,000 ევრო


ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 288,000 ევრო


​იუხა სიპილა, ფინეთის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 178,104 ევრო


ნიკოს ანასტასიადესი, კვიპროსის პრეზიდენტი, წლიური შემოსავალი - 77,182 ევრო


​ბეატა მარია შიდლო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, წლიური შემოსავალი - 48,253 ევრო


რაც შეეხება ევროკომისიას, მას 21 ევროკომისარი და 6 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. ევროკომისრის ყოველთვიური შემოსავალი 19,910 ევროა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის - 22,122 ევრო.


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის წლიური შემოსავალი 330,000 ევროა.


ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალბატონია.


ევროკომისიის ყოფილი თანამშრომლების პენსია, ყოველთვიურად 5,000-დან 10,000 ევრომდე მერყეობს.


ევროკომისიის მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირის პენსია, 16 წლიანი მუშაობის შემდეგ, მისი ბოლო ხელფასის 70% პროცენტს შეადგენს.


ხელფასთან ერთად, ევროკომისრებს უნაზღაურდებათ საცხოვრებელი, იღებენ დამატებით თანხას შვილების სკოლამდელი და სასკოლო განათლებისთვის. მაგალითად, ბელგიაში, საერთაშორისო სკოლის წლიური გადასახადი, 17,000 ევროდან იწყება. ევროპელ გადასახადის გადამხდელებს, ევროკავშირში დასაქმებული პირების შვილების განათლების დაფინანსება, ყოველწლიურად 100 მილიონი ევრო უჯდებათ.


რაც შეეხება ევროპარლამენტს, მისი პრეზიდენტის წლიური შემოსავალი 254,240 ევროა.


ევროპარლამენტარის თვიური შემოსავალი - 8,020 ევრო.


ევროპელ კანონმდებლებს, პარლამენტი უფინანსებს ბრიუსელში და სტრასბურგში გამართული სესიების დროს გაწეულ ხარჯებს. მათთვის დღიური ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა 304 ევროა.


პარლამენტი აფინანსებს დეპუტატების საქმიანი შეხვედრებისთვის მოგზაურობასაც, ამისათვის წლიურად 4,243 ევროა გამოყოფილი.


რაც შეეხება ევროპარლამენტარის პენსიას, საპენსიო ასაკი 63 წელია, ხოლო პენსიის რაოდენობა, ხელფასის 3.5% შეადგენს.


ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მერი ავსტრიის დედაქალაქს, ვენას ჰყავს. მისი შემოსავალი ყოველწლიურად 219,300 ევროა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი