„პოროშენკოს დიდი იმედი აქვს, რომ მე ახლა დავწყნარდები და სხვა თემებზე გადავერთვები. მე ჩემს თავს უკრაინელად ვგრძნობ", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პოროშენკომ მითხრა, რომ არსად მაქვს წასასვლელი და უკრაინაში დავბორიალობ. მე ვიცი, საით წავიდე - მხოლოდ უკრაინაში! მე ვთქვი, რომ უკრაინაში ბრძოლას ბოლომდე მივიყვან! მე ჩემს თავს უკრაინელად ვგრძნობ", - აღნიშნა სააკაშვილმა.