logo_geo
რუსეთში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი მოკლეს
- +

29 ივლისი. 2017. 21:24




ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, 20 წლის რუსი სპორტსმენი იური ვლასკო მოკლეს. მისი ცხედარი რუსეთის ბაიკალზე, ერთ-ერთ ავტონომიურ რესპუბლიკა ბურიატიაში, ტბის პირას იპოვეს. მოჭიდავეს თავისა და კისრის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ამის შესახებ რუსული Пятый канал ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს.


სპორტსმენს ულან-უდეში საერთაშორისო ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა. მან უცხოელი მოჭიდავეები ბაიკალის დასათვალიერებლად წაიყვანა. სხვა დეტალები უცნობია.


რუსეთის სპორტული ბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი იური ვლასკოს მკვლელობას ტრაგედიას უწოდებს. როგორც მან «Р-Спорт»-თან საუბარში განაცხადა, ის ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი იყო.


იური ვლასკო 2015-2016 წლებში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი