logo_geo
დიდ ბრიტანეთში პატიმრებმა ბომბი რძის შემცვლელისგან გააკეთეს
- +

29 ივლისი. 2017. 22:03



დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ციხეში მსჯავრდებულებმა თვითნაკეთი ბომბი ააფეთქეს. როგორც გაირკვა ბომბი პატიმრებმა რძის შემცვლელისგან დაამზადეს. ისინი ამ ნივთიერებას რძესა და ჩაის მომზადების დროს იყენებდნენ. ინფორმაციას The Tlegraph-ი ავრცელებს.


ერთ-ერთმა პატიმარმა კი მოწყობილობას ცეცლი მოუკიდა და კიბეზე მოისროლა. ბომბი აფეთქდა, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ციხის ადმინისტრაციამ ინციდენტში ეჭვმიტანილი 4 პატიმარი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რძის შემცვლელი ადვილად აალდებოდა. ციხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება რძის შემცველი ნამდვილი რძით ჩაანაცვლოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი