logo_geo
შვეიცარიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი გაიხსნა
- +

29 ივლისი. 2017. 23:11



შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი გაიხსნა. მისი სიგრძე 494 მეტრია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.


ხიდი, რომლის სიგანეც 65 მეტრს აღწევს, ქალაქ ცერმატში გაიხსნა. ეს ქალაქი შვეიცარიაში სათხილამურო კურორტებს შორის საუკეთესოდ ითვლება. ნაგებობას სახელი შარლ კუონენის საპატივცემულოდ დაერქვა. ეს არის მეღვინე, რომელმაც ხიდის მშენებლობას 100 ათასი შვეიცარული ფრანკი შესწირა.


ხიდის ღირებულებამ, რომელიც მიწიდან 80 მეტრ სიმაღლეზეა, მთლიანობაში 730 ათასი ფრანკი შეადგინა. მის მშენებლობაში, ცერმატის ადმინისტრაციის გარდა, მეზობელმა მინიციპალიტეტებმაც მიიღეს მონაწილეობა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი