კანადელმა პენსიონერმა კვებეკიდან, ჟიულ პარანმა, ბოლო 9 წელიწადში, ლატარიაში, მილიონი დოლარი მეორედ მოიგო. ინფორმაციას Nydailynews ავრცელებს.
69 წლის პარანმა ჰეკ-პოტი ონლაინ-კაზინოში Loto-Quebec მოხსნა. მან თამაშში მონაწილეობის მისაღებად, რომელმაც საბოლოოდ მას 1,2 მილიონი მოუტანა, სულ რაღაც, 3 დოლარი დახარჯა.
პარანმა მსგავსად მოიგო მილიონი დოლარი 2008 წელსაც. "იქნებ ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე?" - ამბობს ის.
მისი თქმით, სეირნობასთან, ნადირობასთან და თევზაობასთან ერთად, მისთვის აზარტული თამაშები ერთ-ერთი მთავარი გასართობია. ის კიდევ აპირებს ლატარიაში მონაწილეობის მიღებას.
მოგებული ფულით კანადელი პენსიონერი ახალი სახლის აშენებას აპირებს. „ეს არ იქნება სასახლე, მაგრამ იქნება თანამედროვე სტილის სახლი", - ამბობს პარანი.