logo_geo
ადამიანებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ!
- +

31 ივლისი. 2017. 01:02



ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვა ამიერიდან ძვირად დაუჯდებათ. ახალი კანონი ძალაში ოქტომბრიდან შევა. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ამ გზით, ტრავმების რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.


აკრძალვა ჰავაის ქალაქებში ამოქმედდება. პირველი ჰონორალური იქნება. დამრღვევებს 15-დან 35 დოლარამდე თანხით დააჯარიმებენ. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 99 დოლარამდე გაიზრდება. გამონაკლისი მხოლოდ საგანგებო სამსახურების გამოძახებაა. ასეთ დროს მოქალაქეს არ დააჯარიმებენ.


აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა მთავრობა ადამიანთა ქცევის ზედმეტ რეგულირებაში დაადანაშაულეს.


სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 2000-2011 წლებში, მობილურ ტელეფონში ცქერის გამო, აშშ-ში 11 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.


ე.წ. სმარტფონის ზომბები, ანუ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში სიარულისას თვალს არ აცილებენ მობილურს, დიდი ქალაქებში სულ უფრო ხშირად ხდებიან ავარიების და უბედური შემთხვევების მიზეზი. ერთი წლის წინ გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ასეთი ადამიანებისთვის წითელი შუქის ნიშნები ტროტუარზე დაამონტაჟეს. ჩინეთის ქალაქ ცუნცინში კი მათთვის ცალკე გადასასვლელი არსებობს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი