logo_geo
პრინცესას ძმა Channel 4-ს დაიანას შესახებ სკანდალური მასალის გავრცელებისგან თავის შეკავებას სთხოვს
- +

31 ივლისი. 2017. 01:34


 

პრინცესა დაიანას ძმა ჩარლზ სპენსერი ბრიტანულ ტელევიზიას Channel 4-ს სთხოვს არ გაუშვას ეთერში კადრები, სადაც დაიანას პრინც ჩარლზის ღალატის, მისი ქორწინებისა და დედოფალ ელიზაბეტის შესახებ ლაპარაკობს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Metro ავრცელებს.


ტელევიზია Channel 4 პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის თარიღთან დაკავშირებით, პრინცესას შესახებ დოკუმენტური ფილმის Diana: In Her Own Words გეგმავს. ფილმში იმ ვიდეოს ნაწილიც მოხვდა, სადაც დაიანა ზემოთჩამოთვლილი თემების შესახებ ლაპარაკობს. ჩარლზ სპენსერის თქმით, ვიდეო 1992-1993 წლებშია ჩაწერილი. პრინცესას ძმა სთხოვს ტელევიზიას ამოიღოს ფილმიდან დაიანას "აღიარება", ვინაიდან ეს მის შვილებს უილიამსსა და ჰარის დიდ ტკივილს მიაყენებს.


დოკუმენტურ ფილმში მოხვედრილ კადრებში დაიანა ამბობს, რომ მეუღლემ მას უთხრა, რომ არ სურს იყოს უელსის ერთადერთი პრინცი, რომელსაც საყვარლები არასდროს ჰყოლია. როგორც ირკვევა, ამ ამბავთან დაკავშირებით დედოფალ ელიზაბეტ მეორეს უთქვამს, რომ მისი შვილი "არასაიმედოა".


დაიანაჩარლზის მამის, ედინბურგის პრინც ფილიპეს შესახებაც ჰყვება - ფილიპეს ჩარლზისთვის უთქვამს, რომ თუ მისი ოჯახი დაინგრეოდა შეეძლო ყოფილ საყვარელთან კამილა პარკერთან დაბრუნებულიყო, რომელზეც 2005 წელს პრინცმა ჩარლზმა იქორწინა კიდეც.


რაც შეეხება დაიანასა და ჩარლზის ქორწილს, პრინცესა ამბობს, რომ ქორწილის ცერემონიამდე ის მხოლოდ 13-ჯერ ჰყავდა ნანახი.


დაიანასპენსერი 1961 წელს დაიბადა. პრინც ჩარლზის მეუღლე 1981 წელს გახდა. მათ 2 შვილი შეეძინათ - უილიამი და ჰარი. მეუღლეს 1996 წელს გაცილდა.


ავტოკატასტროფაში 1997 წელს დაიღუპა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი