ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი სემ შეპარდი 73 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მსახიობის ოჯახის წევრების თქმით, შეპარდი 29 ივლისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი (ALS) ჰქონდა.
1983 წელს სემ შეფარდი ოსკარის დაჯილდოებაზე, კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
შეპარდი მონაწილეობდა ფილმებში: „ფრენსისი", „პარიზი, ტეხასი" და სხვა. ამასთან, ის „პარიზი, ტეხასი"-ს სცენარის ავტორიც არის.