logo_geo
გოგონამ 18 თვის წინ გარდაცვლილი დედა Google Earth-ზე იპოვა
- +

31 ივლისი. 2017. 23:26

 

 

გოგონას, რომელიც ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს, უცნაური ამბავი შეემთხვა. გოგონამ 18 თვის წინ გარდაცვლილი დედა Google Earth-ზე „აღმოაჩინა".


​დენის ანდერჰილმა, რომელიც აშშ-ის შტატ ფლორიდიდან საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა, Google Earth-ზე დედამისის, ბერილ ტარონის გამოსახულება აღმოაჩინა. გოგონამ სახლთან რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი სახლი Google Earth-ის აპლიკაციაში მოენახულებინა. ამ პროცესში დასახმარებლად მან აპლიკაციის Street View ფუნქცია გამოიყენა. ამ დროს მან სახლთან ერთად დედამისის გამოსახულება დაინახა, რომელიც ყვავილებს რწყავდა.


„უდიდესი სიურპრიზის წინაშე აღმოვჩნდი. ასეთ რამეს არ ველოდი, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი", - ჰყვება Independent-თან ინტერვიუში დენის ანდერჰილი.


ცოტა ხნის შემდეგ მან გაანალიზა, რომ აპლიკაციას უბრალოდ ძველი გამოსახულება ჰქონდა დამახსოვრებული და დედამისს რეალურ დროში არ ხედავდა. 


გოგონას თქმით, თითქოს ვიღაცას უნდოდა, რომ მას ეს ფოტოები ენახა.

 

„გაოცებული ვიყავი. ამ მოვლენამ თითქოს ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს ყველაფერი ძალიან რეალური იყო", - ამბობს დენის ანდერჰილი.


როგორც წესი, Google Earth თავის მონაცემებს ყოველწლიურად აახლებს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ხარვეზი გაიპარა ან გოგონას უბრალოდ გაუმართლა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი