მსახიობ ჯორჯ კლუნის საქველმოქმედო ფონდი სირიიდან დევნილი ბავშვებისთვის 7 სკოლის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
კლუნის საქველმოქმედო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ Google-თან, HP-სთან და UNICEF-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას შეეხება. კერძოდ კი სირიიდან დევნილი 3000-მდე ბავშვისთვის ლიბანში სკოლები აშენდება. ამისთვის კლუნის საქველმოქმედო ორგანიზაცია 2 მილიონი დოლარის შემოწირულობას გაიღებს.