logo_geo
პოლიციამ ფილიპინებში ქალაქის მერი, მისი ცოლი და ძმა ჩაცხრილა
- +

2 აგვისტო. 2017. 13:51



ფილიპინებში, ქალაქ ოზამიზის მერი მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს. რეინალდო პაროინოგი ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩატარებული პოლიციის სპეცოპერაციის დროს მოკლეს.


ორმხრივი სროლის შედეგად მერის გარემოცვიდან გარდაცვლილია კიდევ 10 ადამიანი.


ცნობილია, რომ პოლიციამ რეინალდო პაროინოგის დაკავების ორდერი გასცა, თუმცა სამართალდამცველებს მან წინააღმდეგობა გაუწია. ოფიციალური პირებიც ცნობით, პოლიციელებს მერის დაცვის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს.


შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პაროინოგის ძმაც.


სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა რეინალდო პაროინოგის ქალიშვილი დააკავეს, რომელიც ქალაქში ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა და მას აგრეთვე ბრალად ედებოდა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულობა.


ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერებები, იარაღი და ნარკოტიკი.


უცხოური მედია აცხადებს, რომ რეინალდო პაროინოგი მესამე ქალაქის თავკაცია, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტის მიერ ნარკომოვაჭრეებისთვის გამოცხადებულ ომს შეეწირა. ეს "ომი" როდრიგო დუტერტემ ნარკომოვაჭრეებს შარშან გამოუცხადა და მას უკვე 7 ათასამდე პირი შეეწირა.


ოზამიზის მერი 160 მაღალჩინოსანს შორის ერთ-ერთია, ვინც როდრიგო დუტერტეს გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს. მას ბრალად ნარკომოვაჭრეების მფარველობა და ხელშეწყობა ედებოდა.


პაროინოგის ნათესავები უარყოფენ ინფორმაციას, რომ ოზამიზის მერმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მათი განმარტებით, პოლიციამ ცეცხლი ცალმხრივად გახსნა.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი