logo_geo
Google ფოტოს რეალურ დროში დამუშავების სისტემას ქმნის
- +

2 აგვისტო. 2017. 23:39

 


კომპანია Google მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ფოტოს რეალურ დროში პროფესიონალურად დამუშავების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ MIT News-ი წერს.


სპეციალისტების მტკიცებით, სისტემა ფოტოგრაფებს გამოსახულების დამუშავებული სახით ნახვის საშუალებას მისცემს. ამასთან, ის არ მოითხოვს სპეციალურ რესურსებზე წვდომას, რის გამოც მისი გამოყენება მობილური მოწყობილობებისთვისაც იქნება შესაძლებელი.


Google-სა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა სისტემის შექმნაში 5 ფოტოგრაფი ჩართეს.


სისტემის დანერგვის დრო არ სახელდება, თუმცა როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, მისი გამოყენება უახლოეს მომავალში სავსებით შესაძლებელი იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი