logo_geo
დონალდ ტრამპი: ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე სახიფათო დონეზეა
- +

3 აგვისტო. 2017. 17:56


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესი რუსეთთან „ძალიან სახიფათო" ურთიერთობის მიღწევაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.


„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყველაზე დაბალ და სახიფათო დონეზეა", - დაწერა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამისთვის მადლობა აშშ-ის კონგრესს ეკუთვნის.

 

„ამისთვის მადლობა კონგრესს უნდა გადავუხადოთ, იმავე ხალხს, ვისაც ჩვენთვის სამედიცინო დაზღვევის მოცემა არ შეუძლია", - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი