logo_geo
უსინათლოების რაოდენობა 2050 წლისთვის სამჯერ გაიზრდება
- +

4 აგვისტო. 2017. 01:50


დღეისათვის მსოფლიოში 36 მილიონი უსინათლო ადამიანია. 2050 წლისთვის კი მათი რაოდენობა 115 მილიონამდე გაიზრდება, ამის შესახებ BBC სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით წერს.


მხედველობის დაკარგვა ძირითადად ხანში შესულებს ემუქრებათ.


უსინათლოების შედარებით მეტი პროცენტული რაოდენობა სამხრეთ აზიისა და სუბეკვატორული აფრიკის ქვეყნებშია.


ამ დროისთვის მხედველობის დარღვევით ადამიანების რაოდენობა მცირდება, თუმცა ვინაიდან დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა შეუქცევადად იზრდება და იმავდროულად ბერდება, მეცნიერების გათვლებით უსინათლოთა რიცხვიც კატასტროფულად გაიზრდება.


188 ქვეყნის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში 200 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს მხედველობის გაუარესებასთან დაკავშირებული პრობლემები. მათი რიცხვი 2050 წლისთვის 550 მილიონამდე გაიზრდება.


კვლევის ავტორები ხელისუფლებებს თვალის დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში მეტი სახსრების ჩადებისკენ მოუწოდებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი